კომპანია
კომპანია ჯიოსი-ს მთავარი მიმართულებაა სავენტილაციო, გათბობის, გაგრილების, წყალგაყვანილობის და ელექტრო სისტემების პროექტირება / მიწოდება / მონტაჟი. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ნებისმიერი დამკვეთის მოთხოვნას. კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ისეთი დანიშნულების შენობები, როგორებიც გახლავთ:
- ელიტარული ბინები
- კერძო სახლები, ვილები
- მაღალი კლასის რესტორნები და სასტუმროები
- ინდუსტრიული და კომერციული დანიშნულების შენობები
- სპორტ დარბაზები
ჩვენი კომპანია ტექნიკურ გადაწყვეტილებებთან ერთად ყოველთვის ითვალისწინებს შენობის ინტერიერს. დიზაინერების გადაწყვეტილებები ინდივიდუალურია და სისტემები სპეციალურად ერგება კონკრეტულ პროექტს, არსებული ექსტერიერისა და ინტერიერის გათვალისწინებით.
ჯიოსი მზად არის ნებისმიერი სირთულის პროექტის შესასრულებლად!
ჯიოსი გთავაზობთ მხოლოდ ინდივიდუალურ, ინოვაციურ და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებს!
ჯიოსი წარმოადგენს კომპანიას, რომელიც სრულად ორიენტირებულია დამკვეთებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე. ჩვენი მიმართულება გახლავთ გათბობა / გაგრილება / ვენტილაცია / ელექტროობა / წყალგაყვანილობა. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი წარმატებული და თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა ნებისმიერი ტიპის დამკვეთთან.
ჯიოსი-ს მუშაობის პრინციპი აგებულია არა ფინანსური მოგების სწრაფვისკენ, არამედ კომპანიის ფრთხილი და ეტაპობრივი ნაბიჯებით განვითარებისკენ, რომელიც თავდაუზოგავ შრომასთან ერთად საჭიროებს პასუხისმგებლობის დიდ გრძნობას.
პროფესიონალი მენეჯერების და ტექნიკოსების გუნდი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს, რაც პირდაპირ აისახება კომპანიის მუშაობის ხარისხზე.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს დამკვეთებს და პარტნიორებს ერთგული თანამშრომლობისთვის.


ჯილდოები
კომპანია ჯიოსი 2025 წელს დასახელდა ოქროს ბრენდად. ჯიოსი არაერთხელ გახდა წლის ლიდერი კომპანია ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის დაჯილდოებებზე — 2020, 2022, 2023 და 2024 წლებში.
დაგეგმეთ პროექტი ჩვენთან ერთად
ჯიოსი მზად არის ნებისმიერი სირთულის პროექტის შესასრულებლად.